Monday, January 15, 2024

5 ყველაზე სწრაფი ცხოველი დედამიწაზე


5. Horsefly —  მაწუხელასებრნი ესეც ყველაზე სწრაფი მწერი. მას 145კმ/სთ-თი მოძრაობა შეუძლია.

კონკრეტული სახეობის მდედრი სისხლზე ნადირობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მამრი უფრო საინტერესოა.

და რაში სჭირდება მას ესეთი სიჩქარე? მკვლევრების თქმით, მწერი მდედრებს გასანაყოფიერებლად დასდევს და ასეთი სიჩქარე მას სწორედ ამისთვის სჭირდება.


4. მექსიკური თავისუფალი კუდიანი ღამურა ამჯერად ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარის ჯერია.

მკვლევრებმა თვითმფრინავის თვალთვალის მოწყობილობის გამოყენებით ამ ღამურების ფრენის სიჩქარე გაზომეს. შედეგები შთამბეჭდავია, დედამიწაზე ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარს საათში 160 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

საშუალო ზომის ეს ღამურა ფართოდ გავრცელებული სახეობაა და მას ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკაში ვხვდებით.


3. კუდნემსა ნამგალა 

და აი დიდი სამეულიც!

კუდნემსა ნამგალა ჰორიზონტალური ფრენის ჩემპიონია. მას 169კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ეს არსება მსგავსი სიჩქარის განსავითარებლად დედამიწის გრავიტაციას არ იყენებს და ამ მხრივ ყველაზე სწრაფიცაა.


2. მთის არწივი

მთის არწივი ჩვენს სიაში მეორე ადგილზეა. ამჯერად საუბარი გვაქვს ვერტიკალურ დაშვებაზე.

დიახ, ეს ფრინველი დედამიწის გრავიტაციას იყენებს და სწორედ ამიტომ 290კმ/სთ-ს აღწევს.

სისწრაფესთან ერთად მთის არწივი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი მტაცებელი ფრინველია.

1. შავარდენი

                   გამარჯვებულის ჯერია!

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ცოცხალი არსების მიერ, 1999 წელს შავარდენს ეკუთნის. ვერტიკალური ფრენისას შავარდენმა 320კმ/სთ განავითარა.

თუმცა, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც შავარდენს 389კმ/სთ-ის განვითარებაც შეუძლია. 

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები (ლიკა ვახანია)

                                                  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები         როცა ა დამიანი პერსპექტიული ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მას...