Monday, February 5, 2024

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები (ლიკა ვახანია)

                                                 ღრუბლოვანი ტექნოლოგიები


       

როცა ადამიანი პერსპექტიული ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მას ყველა მოთხოვნა და შესაბამისი ხარჯები ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს:

  • საოფისე ფართი ელექტროენერგიით, კონდიცირებით და გათბობით;
  • საოფისე ავეჯი და საკანცელარიო საქონელი;
  • თანამშრომლები და მათი ხელფასები;
  • საოფისე კომპიუტერები და მათი პროგრამული უზრუნველყოფა (Ms Windows, Ms Office, Adobe Premiere, AutoCAD და ასე შემდეგ);
  • მონაცემთა ცენტრი უწყვეტი კონდიცირებით და ელექტრომომარაგებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად მძლავრი კომპიუტერებით (სერვერებით) და მონაცემთა საცავებით;
  •  შიდა კომპიუტერული ქსელი და კავშირი ინტერნეტის ქსელთან.

ჩამოთვლილი საჭიროებებისთვის აუცილებელ თანხებს რომ დააჯამებს, მომავალ ბიზნესმენს ხშირად საქმის წამოწყების სურვილი უქრება. პირველადი ინვესტიცია ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე კრიტიკული პრობლემაა.

ამ დროს გამოჩნდება ბიზნესმენის საუკეთესო მეგობარი: „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც საწყისი ხარჯები შეიძლება მკვეთრად შემცირდეს:

  • შეიძლება უარის თქმა ოფისის ქირაობაზე და თანამშრომლები სახლიდანაც ახერხებენ ეფექტურ მუშაობას;
  • კომპიუტერების შეძენის და შენახვის ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლები გამოვა;
  • მონაცემთა ცენტრი, უწყვეტი ელექტროენერგია (დიზელ-გენერატორის ჩათვლით), კონდიცირება და შიდა კომპიუტერული ქსელის მოწყობა საერთოდ არ იქნება საჭირო.

ყველა ჩამოთვლილ ამოცანას მომხმარებლისთვის ღრუბლოვანი სერვისების მომწოდებლები შეასრულებენ და გაწეული მომსახურებისთვისაც საკმაოდ მოკრძალებულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

ღრუბლოვანი გამოთვლების ყველაზე მარტივი განმარტება აქვს კემბრიჯის განმარტებით ლექსიკონს: ღრუბლოვანი გამოთვლები წარმოადგენს ისეთი კომპიუტერული პროგრამების და სერვისების გამოყენების მეთოდებს, რომლებიც ინახება და მუშაობს ინტერნეტში და არა თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე“[1]. „ღრუბლოვან“ გამოთვლებს ორი ძირითადი თვისება გააჩნია:

  • მოხმარებელს გადაეცემა კომპიუტერული რესურსები (პროგრამები, მეხსიერების დისკები, მთლიანი კომპიუტერები და სხვა მრავალი) ისე, რომ მან არ იცის, ფიზიკურად სად არის ისინი განთავსებული (არ ჩანს„ღრუბელშია“);
  • მომხმარებელი კი არ ყიდულობს, არამედ ქირაობს „ღრუბელში“ განთავსებულ კომპიუტერებს, მეხსიერების დისკებს, პროგრამებს და იხდის თანხას საჭიროებისამებრ იმ დროისთვის, რა დროის მანძილზეც ამა თუ იმ კომპიუტერულ რესურსს გამოიყენებს.

ამრიგად, თუ ადამიანი მოინდომებს თავისი ძალიან მოძველებული კომპიუტერის ახლით ჩანაცვლებას, ჯერ უნდა დაფიქრდეს და იანგარიშოს: ღირს თუ არა დაახლოებით 1000-1200 ლარის გადახდა ახალ „ქეისში“, რომელიც 2-3 წელიწადში ისევ გამოსაცვლელი იქნება, თუ სჯობს იგივე მონაცემების ვირტუალური კომპიუტერის „ღრუბელში“ ქირაობა და თუნდაც იგივე 1000 ლარის ნელ-ნელა ხარჯვა ე.წ. Pay-as-you-go (“გამოიყენე-გადაიხადე”) პრინციპით. კიდევ უფრო მეტი: კომპიუტერის გაძლიერებას თუ დააპირებს (ვიდეობარათის ჩასმა, პროცესორების დამატება, მეხსიერების გაზრდა და სხვა), მომხმარებელს „ღრუბელში“ მისი დაშლა კი არ დასჭირდებათ, არამედ მაუსზე რამდენჯერმე დაწკაპუნება და გაზრდისათვის საჭირო მონაცემების მითითება.

აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიმუშია იმ სარგებელზე, რომელიც „ღრუბლოვან“ სერვისებს მოაქვთ. ფინანსური დანახარჯების შემცირების და კომფორტის ამაღლების გამო ბოლო წლებში მათი გამოყენების ინტენსივობამ მკვეთრად იმატა. პრინციპი ვანაზღაურებთ არა პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისარამედ მისი გამოყენების ღირებულებას ძალიან მიმზიდველია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის.

ტექნოლოგიების, ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საკონსულტაციო კომპანია „გარტნერის“ მონაცემებით „ღრუბლოვანი“ სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წელს 200 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ბოლოს 330 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტები Google, Amazon, Microsoft, IBM ამ პროცესს წინ მიუძღვიან, თუმცა უამრავმა სტარტაპმაც დღემდე წარმატებით გაუძლო კონკურენციას და მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს.

„ღრუბლოვანი“ სერვისების უამრავი ნაირსახეობა არსებობს, რომელთაგან სამი ძირითადი გამოირჩევა:

  • ინფრასტრუქტურული სერვისი (IaaS – Infrastructure as a Service) – „ღრუბელში“ საკუთარი ვირტუალური კომპიუტერის და სასურველი ოპერაციული სისტემის, HDD- ან SSD-დისკების და სხვა ანალოგიური რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • პლატფორმული სერვისი (PaaS – Platform as a Service– „ღრუბელში“ საკუთარი ორგანიზაციისთვის მთლიანი ინფორმაციული სისტემის შექმნის (ვებ-გვერდები, მონაცემთა ბაზები და სხვა მრავალი) საშუალებას იძლევა;
  • პროგრამული სერვისი (SaaS – Software as a Service– „ღრუბელში“ პროგრამების გაშვების და გამოყენების საშუალებას იძლევა.

ყველა ორგანიზაციას და მომხმარებელს სჭირდება კომპანია Microsoft-ის საოფისე პაკეტი MS Office, რომელიც შეიცავს ტექსტების რედაქტორს (Word), ელექტრონულ ცხრილს (Excel), პრეზენტაციების შექმნის და მართვის პროგრამას (PowerPoint) და ამასთანავე, საჭიროა მაღალფასიანი პროგრამები: MS Office 2019-ის ღირებულება $149.99-დან (სტუდენტებისთვის) $439.99-მდე (პროფესიონალებისთვის) მერყეობს. „ღრუბლოვან“ სივრცეში გადასვლით შესაძლებელია ანალოგიური პროგრამების ან სრულიად უფასოდ გამოყენება (MS Office Online) ან ბევრად ნაკლებ ფასად „ქირაობა“ (MS Office 365). მათი მოსინჯვა შესაძლებელია ვებგვერდზე[2], სადაც თავდაპირველად Microsoft-ის ერთიანი ანგარიშის შექმნაა საჭირო.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი MS Office Online-ს მთავარი ფანჯრიდან ნებისმიერი საოფისე თუ სხვა პროგრამის „ღრუბელში“ გაშვება არის შესაძლებელი.

Word-ის დოკუმენტში გადასვლით შეიძლება ტექსტური რედაქტორის მრავალი ფუნქციის და ღილაკების გამოყენება საკმაოდ რთული დოკუმენტების შესაქმნელად.

MS Office Online-ს „ყველაფრის“ გაკეთება არ შეუძლია და შესამჩნევია, რომ ფუნქციების რაოდენობითაც ჩამორჩება ჩვეულებრივ კომპიუტერში დაყენებულ საოფისე პროგრამებს. ფასიანი „ღრუბლოვანი“ პროგრამის, MS Office 365-ის, გამოყენებისას „ღრუბელში“ სრული საოფისე პაკეტია ხელმისაწვდომი.

Office.com-ის საწყის ფანჯარაში OneDrive-ზე გადასვლით გადმოდის ონლაინ-დისკი, სადაც ჩვეულებრივი კომპიუტერის ფაილური სისტემის მსგავსად, შესაძლებელია საქაღალდეებისა და ფაილების შენახვა, შეცვლა, დაკოპირება, გადატანა და წაშლა. ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით შექმნილი Word-ის დოკუმენტიც იქნება ასახული.

OneDrive, ისევე როგორც Google Drive, Dropbox (რომელსაც საქართველოში ბევრი იყენებს) და სხვა „ღრუბლოვანი“ საცავები წარმოადგენენ უკვე არა SaaS, არამედ IaaS-სერვისებს (IaaS – Infrastructure as a Service).

ერთერთ მათგანს Mega ეწოდება – ვებგვერდ mega.nz-ზე შესვლით და ანგარიშის შექმნით (Create an account, პირადი მონაცემების შეყვანა, Create Account) გაიხსნება ფაილური საცავი, რომელიც უფასოდ 15 გიგაბაიტ მეხსიერებას სთავაზობს მომხმარებელს და ფაილების უსაფრთხო შენახვის გარანტიას იძლევა

ერთიან პროექტზე რამდენიმე ადამიანის მუშაობისას, სასურველია მათ ერთიანი ფაილური სივრცე ჰქონდეთ, სადაც საერთო თემების ირგვლივ შექმნილი და ერთად დასარედაქტირებელი ფაილები განთავსდება. კომპანია Google-ის „ღრუბლოვანი“ სერვისების პაკეტში G-Suite შედის უმაღლესი სასწავლებლებისთვის უფასო სერვისი Team Drive, რომელთან მიმართვაც შესაძლებელია ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელ. ფოსტის მისამართით. ნებისმიერ ვებ-ბრაუზერში ელფოსტის გვერდზე Google Apps-ზე გადასვლით (მარჯვენა ზედა კუთხეში) ხდება Drive-ზე შესვლა.

წიგნი თუ... ელექტრონული წიგნი? (ტასო ჯახაია)

 

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა იყო, სანამ ელექტრონული წიგნის კითხვა მხოლოდ კომპიუტერებში იყო შესაძლებელი. მიუხედავად ნაბეჭდი წიგნის მაღალი ფასისა მის ელექტრონულ ვერსიასთან შედარებით, მკითხველისთვის კიდევ უფრო ფასეულს მისი საკუთარი მხედველობა წარმოადგენდა. ელექტრონული წიგნების საკითხავი (e-book reader) ტექნიკის გამოგონებამ საქმე რადიკალურად შეცვალა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ისინი თვალების გადაღლას არ იწვევს, ამასთან არ აქვს გამოსხივება, როგორც კომპიუტერებს, შესაბამისად, კომფორტულობით ნამდვილ წიგნს თითქმის არ ჩამოუვარდება.
პლანშეტური კომპიუტერები წიგნის წამკითხავი ფუნქციით შორეულ 90-იანებში გამოიგონეს, თუმცა ტექნოლოგიურად ისინი არც ისე დახვეწილი იყო, საკმაოდ ძვირიც ღირდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არც გავრცელებულა. სულ სხვა საქმეა ახალი თაობის "რიდერები": Sony Reader, Amazon Kindle, Nook (Barnes & Noble)... მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაღაზია ამაზონის მონაცემებით ელექტრონულმა წიგნებმა უკვე გაუსწრეს გაყიდვებით სქელყდიან წიგნებს, ხოლო ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ რბილყდიანებსაც უკან მოიტოვებენ.

მართლაც, ელექტრონულ წიგნებს მათ ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ მათი წარმოება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და უამრავ ხეს არ ანადგურებს. ამიტომ, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს მათი წარმოებით ნაბეჭდი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ელექტრონული წიგნების ექსპანსია ჯერჯერობით არააგრესიული, არასავალდებულო გზებით ვრცელდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტრონულ წიგნს არ ძალუძს იყოს ნაბეჭდის ღირსეული კონკურენტი?როდესაც ელექტრონული წიგნის "საკითხავის" უარყოფით მხარეზე საუბრობენ, ყოველთვის ახსენებენ ხოლმე მის ფასს. Amazon Kindle 3 - 140 ამერიკული დოლარი ღირს, სონი-ს "რიდერი" კი უფრო ძვირი - ასიოდე ერთეულით მეტი. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი ფასია 15-30 ლართან შედარებით, რომელიც წიგნის საშუალო ფასია ჩვენს მაღაზიებში. თუმცა ელექტრონული წიგნის წამკითხავში გადახდილი თანხა კარგი დაბანდებაა იმ მხრივ, რომ ეს ერთჯერადი გადასახადია, თავად ელექტრონული წიგნის ფასი კი მიზერულია ნაბეჭდის ფასთან შედარებით. უფრო მეტიც, უფასო წიგნის მოძებნა ინტერნეტის ქსელში სრულიად მარტივი საქმეა, მთავარია შეხვიდე lib.ge-სა ან სხვა მსგავს ვებ-გვერდებზე, გააკეთო ტექსტის ასლი და ელექტრონული წიგნების წამკითხავში ჩატვირთო. ასე რომ, "რიდერის" ფასი მისი ძლიერი მხარეა, თუნდაც საუბარი სონი-ს პროდუქტზე იყოს. თანაც, ასეთ თანხას მხოლოდ იმაში არ იხდი, რომ წიგნები იკითხო. მაღალი ფასი სხვა ფუნქციების არსებობითაც არის განპირობებული. მაგალითად, ელექტრონული წიგნის წამკითხავს შეიძლება ჰქონდეს თამაშები, მუსიკის mp3 ფორმატში დაკვრის, სურათების შენახვის შესაძლებლობა. თუმცა მუსიკის მოსასმენად "რიდერის" შეძენა არ ღირს, ამისთვის სხვა, ნამდვილად უფრო დახვეწილი ტექნიკაც არსებობს.
სამაგიეროდ, წიგნების წასაკითხად უკეთეს ელექტრონულ საშუალებას ვერ მოძებნით. "რიდერს" აქვს არა თხევადკრისტალური, არამედ ელექტრონული ქაღალდის ტიპის ეკრანი, რომელიც თვალებს გადაღლისგან იცავს და კითხვის პროცესს კომფორტულს ხდის. სონი-მ ის კიდევ უფრო გაათანამედროვა, როდესაც სენსორული გახადა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ტექსტის ეკრანთან კონტრასტის შემცირების ხარჯზე მოხდა. სამაგიეროდ, "რიდერებს" აქვთ განათება, რომელიც შესაძლებელს ხდის წიგნის სიბნელეში წაკითხვას. თუმცა ეს მხარეები წვრილმანია იმასთან შედარებით, რის საშუალებასაც ელექტრონული წიგნის "საკითხავი" იძლევა.
თუ თქვენ კითხვის მოყვარული ხართ (სხვანაირად ალბათ ამ სტატიის კითხვასაც არ დაიწყებდით), თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც კურორტზე გამგზავრების წინ ჩემოდნიდან საყვარელ ჯინსს იღებ იმისთვის, რომ ბარგს ერთი-ორი ზედმეტი წიგნი დაამატო. ახლა წარმოიდგინეთ, ამაზონის "ქინდლი" მხოლოდ კილოგრამის მეოთხედს იწონის, მისი მეხსიერება კი სრულიად საკმარისი გახლავთ იმისათვის, რომ სამი ათას წიგნამდე დაიტიოს. მაშასადამე, "რიდერის" საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თან უზარმაზარი ბიბლიოთეკა ვატაროთ, რომლის წაკითხვაც არა ერთი მოგზაურობის, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი არარეალური ამოცანაა. ამასთან, მათთვის, ვისაც უცხოური წიგნების კითხვა ორიგინალში უყვარს, "რიდერს" განსაკუთრებით სასიამოვნო ფუნქცია გააჩნია - ის უბრალოდ კი არ თარგმნის ნებისმიერ სიტყვას, არამედ გაძლევს მის განმარტებასაც. განსაკუთრებით მოვიხიბლე საძიებო სისტემით - რამდენჯერ მინატრია ნაბეჭდი წიგნის კითხვის დროს, რომ მას სიტყვის პოვნის ისეთივე ფუნქცია ჰქონოდა, როგორც კომპიუტერებს. "რიდერები" კითხვას ამ მხრივაც მოსახერხებელს ხდის - საკმარისია მხოლოდ სურვილი და წიგნის ნებისმიერ მონაკვეთს წამებში მონახავ. ამას, დამეთანხმებით, ყველაზე სრულყოფილი სარჩევიც კი ვერ შეედრება.
ინტერნეტთან კავშირი, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ფუნქცია მხოლოდ დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. აქ კი ელექტრონული წიგნის წამკითხავის ძლიერი მხარეები მთავრდება და ვაწყდებით იმ სისუსტეებსაც, რომლებსაც ტექნიკის მიღწევებით ჯერჯერობით ვერ უმკლავდებიან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ "რიდერი" ვერ კითხულობს ელექტრონული დოკუმენტების ყველანაირ ფორმატს, მასში ძალიან მოუხერხებელია PDF-ის წაკითხვა, შესაბამისად, ტექსტების კონვერტაცია არცთუ მცირე დროს წაგართმევთ. ასევე არ არის სასიამოვნო მონაცრისფრო ფურცელზე მუქ ნაცრისფრად დაწერილი ტექსტების კითხვა და არც ფერად ილუსტრაციებს აჩვენებს ყველა "საკითხავი". ამასთან, ნაბეჭდ წიგნთან შედარებით ეს მოწყობილობა ძალიან მყიფეა, რაც სკოლებში ამ უკანასკნელის შეტანის იდეას არამიმზიდველს ხდის (ისე კი, პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა სპეციალური მაგარი ყდის შეძენით შეიძლება). ადვილად მტვრევადობასთან ერთად, გახსენდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობაა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის ენერგია სჭირდება და ბატარეამ სრულიად შეუფერებელ მომენტში შეიძლება გიმტყუნოს (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბატარეა ძალიან დიდხანს ძლებს და მკითხველს თავს ერთი თვე მაინც არ ახსენებს).
ალბათ ინტერესს მოკლებული არ იქნება ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც მეცნიერებმა ნაბეჭდი წიგნის და პლანშეტური კომპიუტერების შედარების მიზნით ჩაატარეს. ექსპერიმენტი უახლესი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასში ჩართული ტექნიკა წიგნის წაკითხვის მხრივ არც ისე საგრძნობლად გაუმჯობესებულა, შედეგები ახლაც აქტუალური უნდა იყოს. ერთმანეთს შეადარეს Apple-ის პირველი თაობის iPad, "ქინდლი 2" და ჩვეულებრივი, ნაბეჭდი წიგნი. ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს ჰემინგუეის რომელიღაც მოთხრობა, რომლის წასაკითხად საშუალოდ 17 წუთი და 20 წამი იყო საჭირო. აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდ წიგნთან შედარებით, iPad-ში კითხვის სიჩქარე 6,2 პროცენტით მცირე აღმოჩნდა, როცა "ქინდლმა" მთელი 10,2 პროცენტით "წააგო". ეს შესაძლოა ჩვევის ფაქტორმაც განაპირობა - ადამიანისთვის უფრო ბუნებრივია ნაბეჭდი წიგნების კითხვა, თანაც კომპიუტერი სამუშაოსთან ასოციაციებს აღძრავს, რაც ნაკლებად იძლევა რელაქსაციის საშუალებას. ამერიკელმა მკვლევარებმა პრინსტონიდან ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ელექტრონული "რიდერები" ადამიანებში "ზარმაცი ტვინის" ეფექტს წარმოშობს. მათი არგუმენტები გაუგებარი მომეჩვენა, რადგან ამის მიზეზად ტექსტის ზედმეტად სრულყოფილ შრიფტს და ზოგადად, გარეგნობას ასახელებენ, რაც თითქოს ტვინს აიძულებს ის ნაკლები მნიშვნელობის ინფორმაციად აღიქვას.


Sunday, February 4, 2024

ცხოველთა მიგრაცია

                         ცხოველთა მიგრაცია (ლათ. migratio) არის ცხოველთა ჯგუფის რეგულარული მოძრაობა ძირითადი ჰაბიტატის ცვლილებით გარკვეული მარშრუტის გასწვრივ. ასეთი ფენომენები ყველაზე ხშირად გვხვდება ფრინველებში (ჩვენ ყველანი ვაკვირდებით შემოდგომაზე ღეროების, ბატების, იხვების, ვარსკვლავების და სხვა ფრინველების მიგრაციას) და თევზებში. ცხოველების მოძრაობა ნაკლებად არის შესწავლილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ძირითადად ფარული ცხოვრების წესს უტარებენ, ხშირად მათი თვალყურის დევნება შეუძლებელია.

მიგრაციას აქვს გამოხატული ადაპტაციური ხასიათი, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების ეს თვისება შეინიშნება სხვადასხვა სახეობებში და წარმოიშვა ევოლუციის პროცესში. სეზონური მიგრაცია უფრო დამახასიათებელია ზომიერ განედებში მცხოვრები ფრინველებისთვის. ასევე მათზოგიერთი ძუძუმწოვარისთვის დამახასიათებელია: ველური, ჩრდილოეთი ირემი, ღამურების ზოგიერთი სახეობა, თევზი (ზუთხი, ევროპული გველთევზა), ქვეწარმავლები (ზღვის კუ), კიბოსნაირები (ლობსტერი), მწერები (მონარქ პეპელა) ცვლის საცხოვრებელ ადგილს.


                                                 ცხოველთა მიგრაცია
                          ცხოველთა გადაადგილების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ცხოვრების პირობების ცვლილება, ყველაზე ხშირად უარესობისკენ. მაგალითად, ირემი ზამთრის დადგომასთან ერთად გადადის ტუნდრადან ტყე-ტუნდრაში, საკვების ნაკლებობისა და თოვლით დაფარულ ადგილებში მისი მოპოვების სირთულის გამო. და მიკროსკოპული ცხოველების სეზონური მიგრაცია არაღრმა წყლებში ტბების ღრმა ნაწილებიდან დაკავშირებულია წყლის ტემპერატურის ცვლილებასთან.

ასე მნიშვნელოვანი მოტივაციაა გამრავლება, როცა ცხოველს გამრავლებისთვის განსხვავებული გარემო სჭირდება. მიგრაციის კიდევ ერთი მიზეზი სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება. ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ თითოეული მიზეზი ამ სტ

ცხოველთა მიგრაციის სახეები

მიგრაციის ორი ტიპი პირობითად შეიძლება გამოიყოს - აქტიური და პასიური. ცხოველების აქტიურ მიგრაციაში გამოიყოფა რამდენიმე ქვესახეობა: მოძრაობები არის სეზონური (ყოველდღიური), პერიოდული (ჰორიზონტალური და ვერტიკალური) და ასაკობრივი. შევეცადოთ გაერკვნენ, თუ რა არის თითოეული ჯიში.

ასე რომ, ცხოველთა სეზონური (ყოველდღიური) მიგრაცია. ასეთი მოძრაობების მაგალითები საუკეთესოდ ჩანს თევზებსა და ფრინველებში. დღეისათვის მეცნიერებისთვის ცნობილია 8500-მდე სახეობის ფრინველი, რომელთა უმეტესობა ეწევა უმოძრაო ცხოვრების წესს, თუმცა ისინი ექვემდებარებიან მიგრაციას თავიანთ ჰაბიტატში ბუდეების ხანგრძლივობის განმავლობაში. სეზონურიჩიტების მოძრაობა გამოსაზამთრებლად უფრო დამახასიათებელია არქტიკისა და ზომიერი განედების მაცხოვრებლებისთვის: ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად ფრინველები დაფრინავენ უფრო რბილ, თბილ კლიმატში.

საინტერესო ფაქტი: რაც უფრო დიდია ფრინველი, მით უფრო დიდ დისტანციას გადის იგი, ხოლო ყველაზე პატარა გადამფრენ ფრინველებს შეუძლიათ ჰაერში 90 საათამდე უწყვეტად დარჩენა, მარშრუტის გავლა 4000 კმ-მდე.


.

თევზები მიგრირებენ ვერტიკალურად: წვიმის დროს ისინი პრაქტიკულად ზედაპირზე არიან, სიცხეში ან ზამთარში ისინი მიდრეკილნი არიან წყლის ობიექტების სიღრმეში. მაგრამ მხოლოდ ორი თევზი ცვლის ჩვეულებრივ ჰაბიტატს - ორაგული და ევროპული გველთევზა. რა გასაკვირია, ფაქტია: ეს თევზები სიცოცხლეში ორჯერ ცვლიან წყალსაცავებს მარილითა და მტკნარი წყლით - დაბადებისას და გამრავლების პერიოდში, თუმცა ეს ეხება მხოლოდ კვერცხების დადების შემდეგ კვდება მდედრებს.

საინტერესოა, რომ ორაგულის ქვირითობის დროს ყავისფერი დათვებიც მიგრირებენ, ტოვებენ ტყეებს და სახლდებიან ორაგულით სავსე მდინარეებზე. ამდენად, გამოდის, რომ ისინი მიჰყვებიან თავიანთ საკვებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხოველთა პერიოდული მიგრაცია შეიძლება დაიყოს ორ ქვესახეობად: ჰორიზონტალური და ვერტიკალური. მოდით უფრო ახლოს მივხედოთ ამ ფენომენებს.

ცხოველების ჰორიზონტალური მიგრაცია დაკავშირებულია ინდივიდების გადაადგილებასთან საკვების საძიებლად. ასე, მაგალითად, ზაფხულისთვის ნაცრისფერი ვეშაპი ჩრდილოეთ ოკეანიდან ატლანტიკაში გადადის (სუბტროპიკული, ტროპიკული ნაწილი), სადაც ამ დროს ბევრი პლანქტონია - ვეშაპის მთავარი საკვები..

ვერტიკალური მიგრაცია თანდაყოლილია ალპურ ცხოველებში, რომლებიც ზამთარშიეშვება ტყის სარტყელში და ზაფხულში, როცა თოვლი დნება და დაბლობზე ბალახი იწვის, ისინი ისევ ადიან მთაზე.

ასევე არსებობს ცხოველთა ასაკთან დაკავშირებული მიგრაცია. მსგავსი მოძრაობები უკეთესად ვლინდება დიდი მტაცებლების მაგალითზე. ასე რომ, ვეფხვი, არსებითად, არის მარტოხელა ცხოველი თავისი უზარმაზარი ტერიტორიით, რომელსაც ტოვებს მხოლოდ გაფუჭების სეზონზე. ლეკვები, რომლებიც იბადებიან მდედრთან ერთად ცხოვრობენ სქესობრივი სიმწიფის მიღწევამდე (ჩვეულებრივ 3-4 წლამდე), რის შემდეგაც მამრები შორდებიან და ტოვებენ ოჯახს საკუთარი ტერიტორიის საძიებლად.

                                         მიგრაცის მიზეზი თევზებში

ანადრომური თევზი არის სახეობა, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ჰაბიტატში, მაგრამ მკვეთრად ცვლის მას გამრავლების პერიოდში. რაზეა საუბარი?

ორაგული (ლათ. Salmo salar) იბადება მტკნარ წყალში, შემდეგ მდინარის დინებით სწრაფად გადადის ზღვა-ოკეანეში, სადაც სქესობრივი მომწიფების მოლოდინში 5-7 წელი ცხოვრობს. ახლა კი დადგა დიდი ხნის ნანატრი მომენტი - ინდივიდები გაიზარდნენ და მზად არიან დატოვონ შთამომავლობა. მხოლოდ ცუდი იღბალი - მათ უყვართ მარილიანი წყალი, მაგრამ ბავშვები უარს ამბობენგამოჩნდება მასში. თევზს „ახსოვს“, რომ ის მტკნარ წყალში დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარილიანი ზღვები-ოკეანეები მდინარეებად და კიდევ უკეთესი, მთაზე უნდა გადააქციოს. რეპროდუქციისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. მხოლოდ ყველა მშობელი ვერ მიაღწევს სასურველ მიზანს - აქ მტაცებელი ზის, რომელიც ოსტატურად იჭერს თევზს მთის ნაკადიდან, ხსნის მუცელს და ჭამს მხოლოდ ხიზილალას. ეს მხოლოდ ყავისფერ დათვს შეუძლია, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების მიგრაციასთან - საკვების წყაროსთან.

ევროპული გველთევზა (ლათ. Anguilla anguilla) ორაგულის საპირისპიროა. გველთევზა იბადება სარგასოს ზღვის მარილიან წყალში, ის ხდება 400 მ-მდე სიღრმეზე, მდედრი აწარმოებს დაახლოებით ნახევარ მილიონ კვერცხს, რომელიც გადაიქცევა ტირიფის ფოთლის მსგავსი ლარვაში. მშობლებისგან ფუნდამენტური განსხვავების გამო, ლარვებმა მიიღეს ცალკე სახელი - ლეპტოცეფალუსი. ამ თევზის მაგალითზე დეტალურად შეგვიძლია განვიხილოთ პასიური მიგრაციის ტიპი: ლარვები ამოცურავს ზედაპირზე, მათ აგროვებს გოლფსტრიმი და ასე სამი წლის განმავლობაში თბილ წყალში გადაადგილდებიან ევროპის სანაპიროზე. ევრაზიის ნაწილი. ამ დროისთვის ლეპტოცეფალუსი ღებულობს გველთევზის ფორმას, მხოლოდ შემცირებული - დაახლოებით 6 სმ. ამ წუთში გველთევზა გადადის მდინარის პირებზე, მაღლა ადის, თევზი ზრდასრულ ადამიანად იქცევა. ასე გადის 9 ან შესაძლოა 12 წელი (აღარც), აკნე სქესობრივად მომწიფდება, სქესობრივი განსხვავება ფერებში მკვეთრად ჩნდება. ქვირითის დრო - დაბრუნება ოკეანეში.

ძუძუმწოვრების მიგრაცია

რუხი ვეშაპი (ლათ. Eschrichtius robustus) ცხოვრობს არქტიკულ ოკეანეში, მაგრამ, პარადოქსულად, მდედრი დამამრები ოქტომბრიდან იწყებენ სამხრეთით გადაადგილებას სანაპიროს გასწვრივ. დეკემბერ-იანვარში წყვილები მიაღწევენ კალიფორნიის ყურეს, სადაც ისინი იწყებენ შეწყვილებას და მშობიარობას თბილ წყლებში, რის შემდეგაც მამრები ბრუნდებიან ჩრდილოეთით, ხოლო ორსული მდედრი და პიროვნებები კუბებით სახლში ბრუნდებიან მხოლოდ მარტ-აპრილში..

ორსულობა ვეშაპებში დაახლოებით ერთი წელი გრძელდება, ამიტომ თბილ წყლებში ისინი ან დაორსულდებიან ან ახალ შთამომავლობას მოაქვთ სამყაროში. ახალგაზრდა ცხოველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია - სიცოცხლის პირველ 2-3 კვირაში თბილ წყლებში ჩვილები იმატებენ ცხიმს, რაც მათ საშუალებას აძლევს დაბრუნდნენ მკაცრ არქტიკულ ოკეანეში.

ლოზის მაგალითზე შეგვიძლია ავხსნათ ისეთი კონცეფცია, როგორიცაა ცხოველების მიგრაციის გზები. ელკი, უბრალო ხალხში „ელკი“(ლათ. Alces alces-დან), გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, მდინარეები ყინულით იფარება, ელა იწყებს გადასვლას სამხრეთ რეგიონებში, სადაც ბალახის ზრდა შენარჩუნებულია და წყლის ობიექტები არ იყინება. საინტერესოა, რომ ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით მიგრაციაში, სველები გავლილ გზას მიჰყვებიან: პირველები მიჰყვებიან მდედრები ახალგაზრდა ცხოველებით, შემდეგ კი მამრები. უკანა გზაზე ცხოველები იმავე გზით ბრუნდებიან, მხოლოდ ახლა მიდიან მამრები, რომლებიც გზას ასუფთავებენ გადაჭარბებული სიმწვანესგან. როდესაც ისინი უახლოვდებიან ჰაბიტატს, ჯგუფები იშლება - მარტოხელა მდედრები ერთი მიმართულებით, მდედრები კუბებით მეორე მიმართულებით, მამრები მესამე მიმართულებით.

ვეფხვები (ლათ. Panthera tigris), კატების უმსხვილესი წარმომადგენლები, ეწევიან მარტოხელა ცხოვრებას: მდედრს სჭირდება 50 კმ²-მდე პირადი ტერიტორია, მამრს - 100 კმ²-მდე. შეხვედრა ხდება გამრავლების სეზონზე, ყველაზე ხშირად მდედრი თავად იზიდავს მამრს,ტოვებს სხვადასხვა კვალს. ვეფხვის განაყოფიერების შემდეგ მამრი ბრუნდება თავის ტერიტორიაზე ან შემდეგი მდედრის ძიებაში.

აქ ჩვენ ვხედავთ ცხოველთა მიგრაციის მაგალითს ჰაბიტატის შიგნით, მაგრამ ტერიტორიული საზღვრების დარღვევით. ახალი შთამომავლობა დედასთან ერთად ცხოვრობს, სანამ „ბავშვები“ნადირობას არ ისწავლიან, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ასე რომ, ლეკვები პუბერტატამდე არიან ვეფხვის გვერდით, რის შემდეგაც უკვე მოზრდილი ინდივიდები მიდიან ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. ადრე აღწერილი ევროპული გველთევზა შეიძლება დაემატოს ასაკობრივი მიგრაციის მაგალითებს.

ცხოველების მასობრივი მიგრაცია თანდაყოლილია მრავალი სახეობისთვის, მაგრამ ღამურების მოძრაობა ენით აღუწერელი სანახაობაა. ზოგადად, ღამურები მიდრეკილნი არიან უმოძრაო ცხოვრების წესისკენ, მაგრამ თუ ცხოველები ცხოვრობენ ზომიერ ზონაში, მაშინ ისინი იძულებულნი არიან წავიდნენ სამხრეთით გამოსაზამთრებლად. თუ ზამთარში ჰაერის ტემპერატურა ინახება 0 ºС ფარგლებში, მაშინ ღამურებს შეუძლიათ შენობების სხვენში გამოზამთრება. ამ დროს თაგვები ზამთარში იძინებენ. იძულებითი მიგრაციის დროს ღამურები ხელმძღვანელობენ ინსტინქტებით და მოძრაობენ თაობიდან თაობაში გამოყენებული მარშრუტების გასწვრივ.

ფრინველების ჰაბიტატების შეცვლის მიზეზები

მიგრირებადი ფრინველები შეინიშნება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში. რაც უფრო მკვეთრი ხდება კლიმატის ცვლილებები, მით უფრო გამოხატულია ფრენები. ასე რომ, ჩვენთვის ნაცნობი ყვავები და კუს მტრედები გადამფრენები ხდებიან, თუ ისინი ცხოვრობენ ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი, თოვლიანი ზამთარი ართმევს ფრინველებს საკვების მიღების შესაძლებლობას. ევროპის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლები უმოძრაო ცხოვრების წესს უტარებენ ტემპერატურის უეცარი ცვლილებების არარსებობის გამო. საინტერესოა ფრინველების ქცევა აფრიკაში: აქ შეიძლება ერთდროულად დააკვირდეს მოძრაობას როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ასევე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ასეთი მიგრაციის მიზეზი იმალება ნოტიო ან არიდული კლიმატის უპირატესობაში.

ჩიტებს შეუძლიათ საკმაოდ გრძელი ფრენა. მაგალითად, თეთრი ღეროს (ლათ. Ciconia ciconia) ჰაბიტატი ევროპაშია, ფრინველი კი აფრიკაში იზამთრებს, წელიწადში 2-ჯერ ფარავს 10-15 ათას კმ მანძილს. მაგრამ გადამფრენ ფრინველებს შორის ყველაზე უნიკალურია არქტიკული ჯიხვი (ლათ. Sterna paradisaea). შვრია ბუდობს ტუნდრაში და აქ ამრავლებს წიწილებს. შემოდგომის დადგომასთან ერთად ის მიგრირებს სამხრეთ ნახევარსფეროში და ბრუნდება გაზაფხულზე. ასე რომ, წელიწადში ორჯერ ეს ფრინველიგადალახავს 17 ათას კმ-მდე. საინტერესოა, რომ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ღვეზელი სხვადასხვა მარშრუტით დაფრინავს.

ქვეწარმავლების მოძრაობა

ვნახოთ ზღვის კუს (ლათ. Cheloniidae) მაგალითი, რა არის ცხოველთა მასობრივი მიგრაციის მიზეზი. ზღვის კუები მრავლდებიან მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. ამრიგად, ატლანტიკური რიდლი (ლათ. Lepidochelys kempii) მრავლდება მექსიკის ერთ კუნძულზე, სადაც 1947 წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს დაახლოებით 42 ათასი მდედრი, რომლებიც მიცურავდნენ კვერცხების დასადებად.

ზეთისხილის ზღვის კუს (ლათ. Lepidochelys olivacea) წყალობით მეცნიერებაში გაჩნდა ტერმინი „არიბიდა“. ფენომენი ისაა, რომ ათასობით ზეთისხილის რიდლი იკრიბება დასაწყვილებლად ერთ დღეში, რის შემდეგაც, კუნძულის არჩევის შემდეგ, მდედრები თითქმის ერთდროულად დებენ მილიონობით კვერცხს.


რატომ მიგრირებენ კიბოსნაირები

Lobster (ლათ. Achelata) ასევე მოძრაობს გარკვეულ დროს. მეცნიერება ჯერ კიდევ არ ხსნის ამ სახეობის ცხოველების მიგრაციის მიზეზებს. შემოდგომაზე, ლობსტერები იკრიბებიან ათასობით ინდივიდის სვეტში და იძულებით მსვლელობას ახორციელებენ ბიმინის კუნძულიდან გრანდ ბაჰამის ბანკამდე. ჯერჯერობით ამ ქცევას მხოლოდ ერთი ჰიპოთეტური ახსნა აქვს: შემოდგომაზე დღის საათები იკლებს, რაც აიძულებს ლობსტერებს შეცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

ეკლიანი ლობსტერი (ლათ. Panulirus argus) ასევე ითვლება კიბოსნაირთა მომთაბარე წარმომადგენლად. ზამთრის დასაწყისში ის ღრმა წყლებში გადადის. მეცნიერებს დიდი ხანია სჯეროდათ, რომ ლობსტერის გადაადგილების მიზეზი გამრავლებაა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ქვისაკვერცხები მიგრაციაზე გაცილებით გვიან ხდება, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. მეცნიერები ასახელებენ ეკლიანი ლობსტერების ჰაბიტატის შეცვლის სხვადასხვა მიზეზს. მაგალითად, ზოგიერთს სჯერა, რომ ამ კიბოსნაირთა მიგრაცია გამყინვარების ხანის რელიქვია, როდესაც ზამთარში ისინი ცვლიდნენ ცივ წყლებს უფრო თბილი წყლებით.

ლობსტერების მიგრაცია მართლაც საოცარი სანახაობაა! რამდენიმე ასეული ინდივიდი მოძრაობს სვეტების მიყოლებით. რაც ყველაზე საინტერესოა, ლობსტერები მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ ერთმანეთთან. ასე რომ, ის, ვინც უკან არის, ინახავს თავის ანტენებს წინ მყოფის გარსზე.

მწერების მიგრაციის მაგალითები

მონარქი პეპელა (ლათ. Danaus plexippus) ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ცნობილი ბინადარია. ცხოველების მიგრაციის პერიოდში იგი შეინიშნება უკრაინის, რუსეთის, აზორების, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. მექსიკაში, მიჩოაკანში, პეპლების მონარქის თავშესაფარიც კი არის.

მიგრაციის საკითხში ეს მწერიც გამოირჩეოდა: დანაიდი თავისი კლასის იმ მცირერიცხოვან წარმომადგენელთაგანია, რომელსაც შეუძლია ატლანტის ოკეანის გადაკვეთა. უკვე აგვისტოში მონარქები იწყებენ მიგრაციას სამხრეთ ტერიტორიებზე. ამ პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი თვეა, ამიტომ ცხოველების მიგრაცია ხდება თაობებში.

დიაბაზა არის რეპროდუქციული ფაზა, რომელიც შედის ზაფხულის ბოლოს დაბადებულ დანაიდში, რაც საშუალებას აძლევს პეპელას იცხოვროს კიდევ 7 თვე და მიაღწიოს გამოზამთრებელ ადგილს. მონარქ პეპელას აქვს საოცარი „მზის სენსორი“, რომელიც მესამე და მეოთხე თაობას საშუალებას აძლევს დაბრუნდეს წინაპრების გამოზამთრებულ ადგილებში. საინტერესოა, რომ ყველაზე ხელსაყრელი კლიმატი ამ პეპლებისთვისდასრულდა ბერმუდაში, სადაც ზოგიერთი მწერი რჩება მთელი წლის განმავლობაში.

ევროპული სახეობებიც მიგრირებენ. მაგალითად, ეშმაკები ზამთრობენ და მრავლდებიან ჩრდილოეთ აფრიკაში და უკვე მათი შთამომავლები გადადიან ჩრდილოეთში და იქ იჩეკებიან ზაფხულის თაობა, რის შემდეგაც ისინი დაფრინავენ უკან აფრიკაში. გაზაფხულზე ისტორია მეორდება.

საინტერესოა, რომ ეკლები ჯგუფურად დაფრინავენ და ერთ დღეში შეუძლიათ 500 კმ მანძილის დაფარვა. საერთო ჯამში, მიგრაციის დროს მათ შეუძლიათ 5000 კმ-მდე ფრენა! მათი ფრენის სიჩქარე კი საკმაოდ დიდია - 25-30 კმ/სთ.

ზოგიერთი პეპელა მუდმივად არ მიგრირებს, მაგრამ მხოლოდ პირობებიდან გამომდინარე. მათ შორისაა ჭინჭრის ციება, მერცხალი, გლოვა, კომბოსტო, ადმირალი. ყველა ეს სახეობა გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ არახელსაყრელ პირობებში შეიძლება სამხრეთისკენ გადაადგილება.

მაგრამ, მაგალითად, ოლეანდრის ქორი ყოველწლიურად გადადის თურქეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. იქ ეს პეპლები მრავლდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ზამთარში მათი შთამომავლების უმეტესობა კვდება. გაზაფხულზე შემდეგი თაობა მიგრირებს სამხრეთიდან.

                                                   დასკვნა

 რატომ მიგრირებენ ცხოველები. მართლაც, მიზეზები მრავალფეროვანია, მაგრამ მინდა აღვნიშნო ორი ყველაზე გავრცელებული. ჩვენ ყველას გვახსოვს მაუგლის ისტორია, განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ჯუნგლებში გვალვის პერიოდი დაიწყო. ყველა ცხოველმა მიაღწია ერთადერთ მდინარეს, სადაც პარიტეტი უნდა ყოფილიყო დაცული: ყველა თანასწორია, ნადირობა ტაბუდადებული. ეს მიგრაცია ჩვეულებრივ ხდებაჰაბიტატის ფარგლებში, როდესაც ცხოველები (უფრო ხშირად სტეპების, ნახევრად უდაბნოების, უდაბნოების მკვიდრნი) მიგრირებენ საკვებისა და წყლის საძიებლად გვალვის დროს ადგილიდან ადგილზე, ყველაზე ხშირად ესენი არიან ჩლიქოსნების წარმომადგენლები. თუმცა, ნახირის, ნახირის გადაადგილება ასევე იწვევს ზოგიერთი მტაცებლის (ჰიენების, რბოლების) მოძრაობას, რომლებიც უნდა იყოს ახლოს საკვების ბაზასთან. ამრიგად, საკვები და წყალი იწვევს რამდენიმე სახეობის ცხოველთა დიდი ჯგუფების მიგრაციას.

მნიშვნელოვანი მიზეზი არის რეპროდუქცია. შთამბეჭდავი და მომხიბლავია ცხოველების აქტიური მიგრაცია გამრავლების სეზონზე, კერძოდ, ზღვის კუებს.ბევრი სახეობის ცხოველი მოძრაობს: ზოგი თავისი ჰაბიტატის ფარგლებში, ზოგი კი ათასობით კილომეტრს გადის ხელსაყრელი კლიმატის მისაღწევად; სხვები რადიკალურად ცვლიან თავიანთ ჰაბიტატს (გაიხსენეთ ზუთხი და ევროპული გველთევზა).

დიახ,სხვადასხვა ცხოველის მიგრაციას აქვს განსხვავებული ბუნება, განსხვავებული მიზეზები, მაგრამ მათ ყველას აქვს ერთი საერთო - სიცოცხლის წყურვილი.

Monday, January 15, 2024

5 ყველაზე სწრაფი ცხოველი დედამიწაზე


5. Horsefly —  მაწუხელასებრნი ესეც ყველაზე სწრაფი მწერი. მას 145კმ/სთ-თი მოძრაობა შეუძლია.

კონკრეტული სახეობის მდედრი სისხლზე ნადირობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მამრი უფრო საინტერესოა.

და რაში სჭირდება მას ესეთი სიჩქარე? მკვლევრების თქმით, მწერი მდედრებს გასანაყოფიერებლად დასდევს და ასეთი სიჩქარე მას სწორედ ამისთვის სჭირდება.


4. მექსიკური თავისუფალი კუდიანი ღამურა ამჯერად ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარის ჯერია.

მკვლევრებმა თვითმფრინავის თვალთვალის მოწყობილობის გამოყენებით ამ ღამურების ფრენის სიჩქარე გაზომეს. შედეგები შთამბეჭდავია, დედამიწაზე ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარს საათში 160 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

საშუალო ზომის ეს ღამურა ფართოდ გავრცელებული სახეობაა და მას ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკაში ვხვდებით.


3. კუდნემსა ნამგალა 

და აი დიდი სამეულიც!

კუდნემსა ნამგალა ჰორიზონტალური ფრენის ჩემპიონია. მას 169კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ეს არსება მსგავსი სიჩქარის განსავითარებლად დედამიწის გრავიტაციას არ იყენებს და ამ მხრივ ყველაზე სწრაფიცაა.


2. მთის არწივი

მთის არწივი ჩვენს სიაში მეორე ადგილზეა. ამჯერად საუბარი გვაქვს ვერტიკალურ დაშვებაზე.

დიახ, ეს ფრინველი დედამიწის გრავიტაციას იყენებს და სწორედ ამიტომ 290კმ/სთ-ს აღწევს.

სისწრაფესთან ერთად მთის არწივი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი მტაცებელი ფრინველია.

1. შავარდენი

                   გამარჯვებულის ჯერია!

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ცოცხალი არსების მიერ, 1999 წელს შავარდენს ეკუთნის. ვერტიკალური ფრენისას შავარდენმა 320კმ/სთ განავითარა.

თუმცა, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც შავარდენს 389კმ/სთ-ის განვითარებაც შეუძლია. 

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები (ლიკა ვახანია)

                                                  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები         როცა ა დამიანი პერსპექტიული ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მას...